top of page
International PRM Forum Tbilisi 2026 (1).png

YOUNG SPEAKERS COMPETITION (YSC) - ახალგაზრდა მკვლევართა და კლინიცისტთა სამეცნიერო კონკურსი

​

კონგრესის ფარგლებში გაიმართება Young Speakers Competition (YSC) — ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის განკუთვნილი სამეცნიერო კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა მკვლევრების, ექიმებისა და მომავალი სპეციალისტების სამეცნიერო საქმიანობის მხარდაჭერას და მათი საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში წარმოჩენას.

​

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
🔹სტუდენტებს
🔹რეზიდენტებს
🔹დოქტორანტებს / პოსტ-დოქტორანტებს
🔹ლიცენზირებულ ექიმებს
ასაკობრივი ზღვარი: 35 წლამდე

​

აბსტრაქტი უნდა ეხებოდეს ერთ-ერთ მიმართულებას:

🔹ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია
🔹სპორტული მედიცინა
🔹ტკივილის მართვა
🔹ნეირორეაბილიტაცია
🔹კარდიორეაბილიტაცია
🔹ორთოპედია და ტრავმატოლოგია — რეაბილიტაციის მიმართულებით
🔹გენეტიკური ტესტირების მნიშვნელობა რეაბილიტაციაში
🔹თანამედროვე მიდგომები რეაბილიტაციასა და სპორტულ მედიცინაში

​

კონკურსში მონაწილეობის მიღების პირობები მოიცავს შემდეგს:

​

  • აპლიკანტი უნდა იყოს სტუდენტი, რეზიდენტი, დოქტორანტი/პოსტ-დოქტორანტი ან ლიცენზირებული ექიმი

  • ასაკი < 35 წელზე

  • უნდა იყოს აბსტრაქტის პირველი ავტორი

  • თითოეულ აპლიკანტს, როგორც ნაშრომის პირველ ავტორს, შეუძლია მხოლოდ ერთი აბსტრაქტის გამოგზავნა. არ არის შეზღუდული აბსტრაქტების რაოდენობა, რომლებიც წარმოდგენილი იქნება თანაავტორობის სახით

ნაშრომის მოსამზადებლად:

  • დაყავით აბსტრაქტი შემდეგ სექციებად: კონტექსტი - მიზანი - მეთოდები - პაციენტი(ები) - ინტერვენცია(ები) - ძირითადი ღონისძიება(ები) - შედეგი(ები) - დასკვნები

  • აბსტრაქტის საზღვრები არ შეიძლება იყოს 5000 სიმბოლოზე მეტი - ინტერვალების ჩათვლით და წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ტექსტის სახით.

  • ცხრილებისა და ფოტოების შეტანა აბსტრაქტში დაუშვებელია, თუმცა შესაძლებელია მონაცემების ჩაწერა რეფერატის ძირითად ტექსტში.

 

გამარჯვებულ აპლიკანტებს მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა, წარადგინონ ორალური და სასტენდო მოხსენებები მასშტაბურ სამეცნიერო ფორუმზე..

ორალური პრეზენტაციებისთვის მიღებული აბსტრაქტების წარმდგენი ავტორებიდან კი შეირჩევა ერთი გამარჯვებული, რომელსაც დაუფინანსდება სტაჟირება თურქეთში, სტამბულის კლინიკაში. “

​

#𝐃𝐞𝐚𝐝𝐥𝐢𝐧𝐞: ორალური პრეზენტაციებისთვის აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 30 ოქტომბერი

 

გაითვალისწინეთ, რომ იმ აპლიკანტებისთვის, რომლებიც გამოაგზავნიან საკონკურსო აბსტრაქტს, აუცილებელია კონფერენციაზე წინასწარი რეგისტრაცია. საკონკურსო ეტაპისთვის რეგისტრაციის სპეციალური - მინიმალური ღირებულებაა: 50 ლარი საბანკო რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი
შპს „მედიბრიჯ გლობალი“
IBAN: GE79BG0000000606175183

​

​

Registration
676f3b23-73ae-4459-8537-8d6409680b65.png

medibridge global academy 

bottom of page