top of page

ნეონატოლოგიის კურსი სრულად ფარავს
ახალშობილთა ჯანმრთელობის მართვის იმ საბაზისო ასპექტებს, რომელთა ცოდნა აუცილებელია პედიატრიული და ჩვილ-ბავშვთა ასაკის პაციენტებთან მომუშავე ნებისმიერი პირისთვის.

ვისთვისაა განკუთვნილი კურსი?

✅ მედიცინის სტუდენტებისთვის – განსაკუთრებით მეხუთე და მეექვსე კურსელებისთვის, ვისაც სურს უფრო ღრმად გაეცნოს ახალშობილთა მედიცინის საფუძვლებს.

✅ რეზიდენტებისთვის – განსაკუთრებით პედიატრიის, ნეონატოლოგიისა და საოჯახო მედიცინის რეზიდენტებისთვის.

✅ მედიკოსებისთვის და პრაქტიკოსი ექიმებისთვის – მათთვის, ვისაც ყოველდღიურად უწევს ახალშობილებთან ურთიერთობა და სურს განაახლოს თავისი ცოდნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

✅ სამედიცინო სფეროში მოღვაწე ექთნებისა და ფარმაცევტებისთვის – ვისაც აინტერესებს ნეონატალური მედიცინა და ახალშობილთა მოვლის სპეციფიკა.

კურსს წარუძღვება ექიმი ნეონატოლოგი მარიამ გელაშვილი.

ხანგძლივობა: 10 კვირა
ღირებულება: 350 ლარი
რეგისტრაციის ლინკი: https://forms.gle/qTUMh3RDXH7ZW1x19

კურსის სილაბუსი:

მოდული 1: ნეონატოლოგიის შესავალი

1.1. ნეონატოლოგიის მნიშვნელობა და განვითარების ისტორია
1.2. ნორმალური ახალშობილის შეფასება
1.3. ნეონატალური პერიოდის ფაზები: ადრეული, გვიანი, გართულებული
1.4. ტერმინი დროული vs დღენაკლული ახალშობილი — განსხვავებები და
საჭიროებები

მოდული 2: ნეონატალური ფიზიოლოგია

2.1. რესპირატორული სისტემის ადაპტაცია დაბადების შემდეგ
2.2. სისხლის მიმოქცევის ცვლილებები დაბადების შემდეგ (Ductus arteriosus,
Foramen ovale)
2.3. თერმორეგულაცია და ჰიპოთერმიის პრევენცია
2.4 ენტერალური კვება

მოდული 3: ახალშობილის კლინიკური შეფასება

3.1. Apgar-ის სკორინგი და პირველადი შეფასება
3.2. ბალარდის და დუბოვიცის სკალები
3.3. სიცოცხლის მაჩვენებლების მონიტორინგი (SpO2, HR, RR, BP)
3.4. სკრინინგი თანდაყოლილი პათოლოგიებისათვის

მოდული 4: ნეონატალური რეანიმაცია

4.1. NRP (Neonatal Resuscitation Program) — პრინციპები
4.2. ძირითადი ნაბიჯები: თერმული დაცვა, საჰაერო გზების მართვა, დადებითი
წნევის ვენტილაცია
4.3. გულ-ფილტვის რეანიმაცია ახალშობილებში (CPR — neonatal)
4.4. მედიკამენტები და ინტრავენური წვდომა რეანიმაციის დროს

მოდული 5: ნეონატალური სიყვითლე

5.1. ფიზიოლოგიური vs. პათოლოგიური სიყვითლე
5..2. ადრეული და გვიანი დასაწყისის ჰიპერბილირუბინემია
5.3. პათოლოგიური ფორმების ძირითადი მიზეზები:

o ABO და Rh შეუთავსებლობა
o გლუკოზო-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზის დეფიციტი
o ინფექციები, ჰემატომები, პოლიციტემია
o თანდაყოლილი მეტაბოლური დარღვევები

მოდული 6: სუნთქვის დარღვევები

6.1. ტაქიპნეა, RDS, TTN და MAS
6.2. CPAP, HFNC და მექანიკური ვენტილაციის ტიპები
6.3. ოქსიგენოთერაპიის პრინციპები და მიზნობრივი სპექტრი
6.4. სურფაქტანტის გამოყენება
6.5 ბრონქოპულმონალური დისპლაზია(რისკი, გართულებები)

მოდული 7: ინფექციური პათოლოგიები

7.1. სეპსისი ახალშობილებში: ადრეული და გვიანი დაწყება(GBS ინფექცია)
7.2. TORCH ინფექციები
7.3. ანტიბიოტიკოთერაპიის პრინციპები
7.4. მკურნალობის კურსის მონიტორინგი და ლაბორატორიული მაჩვენებლები

მოდული 8: მეტაბოლური და ელექტროლიტური დარღვევები

8.1. ჰიპოგლიკემია, ჰიპერგლიკემია: შეფასება და მართვა
8.2. ჰიპონატრემია, ჰიპერკალემია და სხვა ელექტროლიტური ცვლილებები
8.3. ინტრავენური თერაპიის პრინციპები
8.4. სხეულის წონის ცვლილებები და სითხის ბალანსი

მოდული 9: ნევროლოგიური მდგომარეობების შეფასება

9.1. კრუნჩხვები ახალშობილებში: ეტიოლოგია და მართვა
9.2. ჰიპოქსიურ-იშემიური ენცეფალოპათია (HIE): თერაპიული ჰიპოთერმია
9.3 ინტრავენტრიკულური ჰემორაგია, ლეიკომალაცია(რისკები, გამოვლენა)

მოდული 10: ენტერალური და პარენტერალური კვება

10.1. ძუძუთი კვება და დედის რძის მნიშვნელობა
10.2.დღენაკლულის კვება
10.3. TPN-ის შერჩევა და მონიტორინგი
10.4. ახალშობილთა ნეკროზული ენტეროკოლიტი

ნეონატოლოგია

medibridge global academy 

bottom of page